LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი ნორმების შესაბამისობაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

42

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, ჰაერის ხარისხი შემოწმდა და მისი ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია,“ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.

კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი. აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ჰაერის ხარისხის შემოწმება სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც მიმდინარეობს.