LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივ კარის მორიგი სასწაული: სამქულიანების რეკორდი დამხობილია (ვიდეო)

90

სტივენ კარიმ NBA-ში, ერთი სეზონის განმავლობაში 3-ქულიანების რეკორდი დაამხო.
„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა.

„მეომრებმა“ ოვერტაიმში „ოკლაჰომა“ დაამარცხეს 121:118.
სტუმრებს გამარჯვება ბოლო წამზე კარის ზუსტმა სამქულიანმა მოუტანა, რომელმაც 46 ქულა მოაგროვა.

კარიმ 12 სამქულიანი ჩააგდო (16-დან) და სეზონში შორეული ზუსტი სროლების რაოდენობა 288-მდე აიყვანა, რითაც შარშან დამყარებული თავისივე რეკორდი – 286 სროლა, დაამხო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები