LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივ უანდერი მსმენელების წინაშე მუხლებზე დადგა

52

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა სტივ უანდერმა, ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში, Global Citizens-ის ფესტივალზე გამოსვლისას მსმენელებს დაუჩოქა.

independent წერს, რომ ამით სტივ უანდერმა, მსოფლიოში სიღარიბის დაძლევისკენ ამ ფორმით მოუწოდა.

“დღეს ღამით მე ამერიკას მუხლებზე ვუდგები” – თქვა მან და მისი ვაჟის დახმარებით, აპლოდისმენტების ფონზე, მუხლებზე დადგა.

“არა მხოლოდ მუხლზე, მუხლებზე ვდგები და ვლოცულობ ჩვენი პლანეტისთვის” – აღნიშნა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები