LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივი უანდერი : ტრამპისთვის ხმის მიცემა იგივეა, მე რომ მთხოვოთ, მანქანა ვმართო

108

ხმა მისცე დონალდ ტრამპს იგივეა, რომ სტივი უანდერს მანქანის ტარება მოსთხოვო, ამის შესახებ თავად სტივი უანდერმა განაცხადა.

მუსიკოსმა ეს შედარება Philly.com-თან ინტერვიუს დროს, ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერი კონცერტის შემდეგ ფილადელფიაში განაცხადა.

„თუ თქვენ სასწრაფოდ გჭირდებათ, საავადმყოფოში წახვიდეთ, მთხოვდით მე წამეყვანეთ იქ მანქანით?“ – ჰკითხა მან ჟურნალისტს.

„არა,’ – უპასუხა კორესპონდენტმა.

„იმიტომ, რომ მე არ მაქვს მართვაში გამოცდილება, ხომ?“- განაცხადა უანდერმა და აღნიშნა, რომ ჰილარის პოლიტიკურ საქმიანობაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ის არის ადამიანი, რომელსაც მუსიკოსი ქვეყნის ლიდერად ისურვებდა.

25 „გრემის“ მფლობელი ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის შეხედულებები ქალებზე, მუსულმანებსა და ლათინოამერიკელებზე მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია და სულაც არ სურს, ცხოვრების ბოლო წლები ტრამპის მმართველობასა და პესიმიზმში გაატაროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები