LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოხის შედევრი: ამ ბიჭს საუკეთესო გოლის ავტორობა კიდევ უნდა (ვიდეო)

54

სტოხმა პუშკაშის პრემია 2012 წელს მოიგო და კიდევ უნდა. მან ერთხელაც შექმნა შედევრი. ამჯერად საკუთარი მოედნიდან.

ორჯერ ეს ჯილდო ჯერ არავის მოუგია.

დონეცკის „შახტარმა“ საემიროების შეკრებაზე პრაღის „სლავიასთან“ საკონტროლო მატჩი გამართა (3:2).

მე-17 წუთზე მიროსლავ სტოხმა საკუთარი მოედნიდან ანდრეი პიატოვს ბურთი თავზე გადაუგდო.

„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გოლი გავიტანე. მე-17 წუთი, მე-17 ნომერი. ჩემი შვილი 17 რიცხვშია დაბადებული. ალბათ, ეს ბედია“.


სტოხი შედევრს პირველად არ ქმნის. მან 2012 წელს საუკეთესო გოლის პრემია მიიღო „ფენერბეხაჩე“-გენჩლერბირლიგის“ მატჩში გატანილი გოლისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები