LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოკჰოლმის ცენტრში ხალხის ნაკადში სატვირთო მანქანა შევარდა

173

სტოკჰოლმის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე ხალხის ნაკადში სატვირთო მანქანა შევარდა, ინფორმაციას  The Local ავრცელებს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ ადგილობრივი დროით 14:53 საათზე შეიტყვეს, სამართალდამცველები ახლა შემთხვევის ადგილას იმყოფებიან.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ჯერ-ჯერობით არ იციან, რამდენი ადამიანია დაშავებული, “სქაი ნიუსის” ინფორმაციით კი სულ მცირე სამი ადამიანია დაღუპული.

სამართალდამცველებს უჭირთ თქმა, იყო თუ არა ინციდენტი ტერორისტული აქტი. დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები