LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოკჰოლმში თავდასხმის ბრალდებით ერთი მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)

73

უცხოური მედია იუწყება, რომ სტოკჰოლმის ჩრდილოეთ ნაწილში, დღეს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავეს.

სოციალურ ქსელში დაკავების ამსახველი ვიდეომასალაც ვრცელდება.

“დაკავებულია ერთი პირვენება, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს თავდასხმასთან”, – განაცხადეს შვედეთის პოლიციის წარმომადგენლებმა.

 

 

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიცია დღევანდელ შემთხვევასთან დაკავშირებით, ორ პირს კითხავდა. აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, თუმცა სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ ისინი უამრავ პირს დაკითხავენ და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი ეჭვმიტანილად განიხილება.

ამასთან, პოლიციამ გაავრცელა ერთი ძებნილი პირის ფოტო და აღწერილობა.

სტოკჰოლმში, ხალხის მასაში დღეს სატვირთო ავტომობილი შეიჭრა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა. დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 15-ს აჭარბებს. მონაცემები მუდმივად იცვლება.

მომხდარიდან მალევე, გავრცელდა ფოტომასალა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხდარში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა, თუმცა ეს პოლიციამ შემდეგ უარყო.

მომდარს უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მათ შორის საქართველოც. მათმა უმეტესობამ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები