LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგი: რა მოვინახულოთ ევროკავშირის დედაქალაქში

2204

შუასაუკუნეები და რენესანსი, ლუი XIV-ს ეპოქა, საფრანგეთი და გერმანია – სტრასბურგი მდიდარი ქვეყნის წარსულისა და საერთო ევროპული მომავლის მართლაც საუკეთესო მაგალითია.

უძველესი რომაული ქალაქი

სტრასბურგის ორიათასწლიანი ისტორია – რომის იმპერიიდან ჩვენს დრომდე – კომპაქტურადაა მოთავსებული საკმაოდ მოზრდილ კუნძულზე მდინარე ილის კალაპოტში. გაისეირნეთ rue du Dôme და rue des Juifs-ზე – ლეგიონერების გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ უძველეს რომაულ ქალაქამდე.

საკათედრო ტაძარი

სტრასბურგის საკათედრო ტაძარი – 142 მეტრის გოთიკური სტილის დიდებული ნაგებობა, რომელიც XI- XV საუკუნეებში აშენდა, ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლება.

როჰანების სასახლე

ტაძრის მეზობლად კარდინალი თავადების როჰანების სასახლეა, რომელიც ვერსალის შემქმნელის – რობერტ დე კოტის ნახაზების გამოყენებით აშენდა, როცა სტრასბურგი ფრანგული მონარქიის მართველობაში გადავიდა.  ყოფილ რეზიდენციაში დღეს ხელოვნების მუზეუმია იდეალურად შემონახული უძველესი ინტერიერით ბიბლიოთეკის მდიდრულ დარბაზში.

რენესანსის ეპოქის მუზეუმი

პატარა საფრანგეთის კვარტალის გავლით Alsacian Museum შეგიძლიათ დაათვალიეროთ, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ენთუზიასტებმა გახსნეს  და რენესანსის ეპოქის საყოფაცხოვრებო ნივთებს მოუყარეს თავი.

ჰოსპიტალის სარდაფი

ადგილობრივი ჰოსპიტალის ჰოსპისის სარდაფში საუკუნეების წინ მხოლოდ კლინიკისთვის მზადდებოდა ღვინო, დღეს კი, 26 მწარმოებელს აქვს საშუალებას „დააძველოს“ საკუთარი სასმელი ისტორიულ კასრებში. მეღვინეები ჰოსპისის განსაკუთრებული ლეიბლით სარგებლობენ, გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილს კი, ისევ ჰოსპიტალს ურიცხავენ.

წმინდა თომას ეკლესია

დრო თუ დაგრჩათ აუცილებლად მოუსმინეთ ორღანს წმინდა თომას ეკლესიაში და ნახეთ ცნობილი მხედართმთავრისა და ჟორჟ სანდის დიდი ბაბუას – მორიც საქსონელის მავზოლეუმი.

თანამედროვე არქიტექტურა

უძველესი ღირსშესანიშნაიობების შემდეგ თამამედროვე არქიტექტურის შედევრებით დატკბით და ევროპარლამენტი, ადამიანის უფლებათა სასამართლო და ევროპის სასახლე მოინახულეთ. ქალაქის თანამედროვე ნაწილს მიეკუთვნება ტრამვაის ავანგარდული ტერმინალი და ავტოსტრადა ზაჰი ჰადიდი, მე-19 საუკუნეში აშენებული სარკინიგზო სადგურის გიგანტური შუშის გუმბათი და მაქსიმილიანო ფუქსის მიერ შექმნილი ნარინჯისფერი საკონცერტო დარბაზი „ზენიტი“.

კოლმარის დასახლება

კოლმარის დასახლება სტრასბურგის გარეუბანში, რომელსაც ხშირად პატრა ვენეციასაც ეძახიან, აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი არხებით და მინიატურული კაფეებით ფერადი სახლების ეზოებში, დაათვალიერეთ თავისუფლების ქანდაკების ავტორის – ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდის სახლ-მუზეუმი, ბოლოს კი, 10-წუთიანი გასეირნობა მოაწყეთ ნავით და თავს ნამდვილ ზღაპარში იგრძნობთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები