LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის გადაწყვეტილება მერაბიშვილის პატიმრობის კანონიერებას არ ეხება – დავით მათიკაშვილი

8

“აქ არ არის საუბარი იმაზე, რამდენად კანონიერია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.

მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს, ვინაიდან, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდს ეხება და არა მთლიანად საქმეს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება კონკრეტულ ეპიზოდს, რომ სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ ამ ეპიზოდთან მიმართებაში გამოძიება არ იქნა სრულფასოვნად ჩატარებული და ეს ეპიზოდი ეხება უკვე ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდგომ არსებულ სიტუაციას. მის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე და ზოგადად, მის დანაშაულთან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლოს არც უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ევროსასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები