LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს – თეა წულუკიანი

35

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ ჩვენც და მეორე მხარეც, როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის პროცედურა და ყველა მასთან დაკავშირებული საკითხი გაწერილი კანონით. აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ აბსოლუტურად ნათელი და გასაგები განცხადება გაავრცელა, დანარჩენი არის პროცედურის საკითხი. არ მგონია, რომ თანამდებობის პირებს შეუძლიათ რაიმე ტიპის განცხადებები აკეთონ ამ თემაზე”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები