LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრესის დამარცხების ექვსი საუკეთესო საშუალება

71

მართლია, ყოველდღიური წვრილმანები ხშირად გვაკარგვინებენ მოთმინებას, მაგრამ არსებობს დაძაბულობის მოხსნის რამდენიმე მარტივი საშუალება.

* ენთუზიაზმი: საუკეთესო წამალი

გაკვირვება, სასიამოვნო მოლოდინი – არაფერი ჯობია დაძაბულობის პოზიტიური ემოციებით ჩანაცვლებას. მაგალითად, თუ საჯარო გამოსვლის წინ ნერვიულობთ, ნუ ეცდებით დამშვიდებას, უბრალოდ დარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ სიურპრიზის მოლოდინში ხართ.

* ძაღლები: სიმშვიდის მდგომარეობა

ძაღლთან ურთიერთობა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ და ზედმეტად აჩქარებულ მაჯისცემას სულ მცირე წუთში 10 დარტყმით შეამცირებს. სხვათაშორის, მსგავში ეფექტის მიღწევა აბსოლუტურად წარმოუდგენელია ადამიანებთან ურთიერთობისას.

* სასიამოვნო აღელვება: კარგი სტიმული

მარათონელები, რომლებიც საკუთარი განგაშის მდგომარეობას წინააღმდეგობის დაძლევის მზადყოფნად აღიქვამენ, სხვა სპორტსმენებზე 15 წუთით სწრაფად ფარავენ დისტანციას. გამოიყენე მათი გამოცდილება ყოველდღიურ საქმეებში!  

* ფოტომოხსენება: შტორმული საფრთხე

თუ სოცქსელებში სხვისი ფოტოების თვალიერებისას, მუდმივად გიჩნდებათ ეჭვი, რომ სხვები უფრო მხიარულად და საინტერესოდ ცხოვრობენ, ან თვითონაც ასე იცხოვრეთ ან მოეშვით სხვისი ფოტოებით გულის გახეთქვას.

* ვარჯიში: სახიფათო მეთოდი

სტრესულ მდგომარეობაში რთულია ვარჯიშის შემდეგ ძალების აღდგენა. თუ სახლში ან სამსახურში ისედაც არ გაკლიათ დატვირთვა, მოერიდეთ სპორტულ დარბაზში სიარულს.

* სახლში მუშაობა: ცუდი აზრი

სახლში მუშაობა 20%-ით უფრო სტრესულია, ვიდრე იგივე საქმის  სამსახურში კეთება. მსგავსი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად რაციონალურად გადაანაწილეთ სამუშაო საათები და არასდროს „წაიღოთ“ სამსახური სახლში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები