LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუმრად გრიშა კაკაჩიასთან – „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებმა ნინოობა ერთად აღნიშნეს

436

გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელმა, მსახიობმა დავით კვირცხალიამ 27 იანვარს, ნინოობას, „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორს, გიორგი ლიფონავას და მსახიობებს საკუთარ სახლში უმასპინძლა. ამის შესახებ ბახვა ბრეგვაძემ მოგვითხრო…

ბახვა:

დათო კვირცხალიამ სტუმრად დაგვპატიჟა. ალბათ, ხვდებით, არაჩვეულებრივ ოჯახში, გადასარევ ხალხთან ერთად რა კარგი იქნებოდა (იღიმის). უგემრიელესი კერძებიც მივირთვით, ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიცინეთ. მოკლედ, არაჩვეულებრივი დღე გამოგვივიდა. დღე-მეთქი, იმიტომ აღვნიშნე, რომ სტუმრების ნაწილი დღის 12 საათიდან უკვე იქ იყო.

ნინოობაც აღვნიშნეთ, ჩვენს ნიჭიერ, ლამაზ და ძალიან მაგარ ნინო კასრაძესაც კოლექტიურად მივულოცეთ ნინოობა, მასაც ველოდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოახერხა მოსვლა.

შემდეგ ჩვენს მეგობართან გადავინაცვლეთ, სადაც ნინო გაჩეჩილაძე შემოგვიერთდა და ეს დღე მასაც მივულოცეთ.

1

2

3

mtavarze

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები