LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი : პრეზიდენტი ცდილობს, მეტი ფუნქცია შესძინოს თანამდებობას

34

წესით, პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი, გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს თავის თანამდებობას, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

”მივალთ და მოვისმენთ, თუ რამე კითხვები იქნება, ვთქვათ დევნილებთან დაკავშირებით, გავაკეთებ კომენტარს. პრეზიდენტი, წესით უნდა იყოს არბიტრი, იმიტომ რომ ასეთია საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის როლი. მარგველაშვილი ცდილობს ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს თავის თანამდებობას, თუმცა ეს შეუძლებელია თუ არ დავბრუნდებით ისევ საპრეზიდენტო მმართველობაზე, როგორიც იყო მაგალითად შევარდნაძე ან სააკაშვილი, როცა მათი იყო მთავრობა, მათი იყო საგარეო და საშინაო პოლიტიკაც. დღეს, ჩვენ ვართ იმ მოდელის ქვეყანა, როგორიცაა მაგალითად, ჩეხეთი ან გერმანია, სადაც პრეზიდენტის როლი სიმბოლურია და ის უფრო მეტად მედიატორია, ვიდრე პოლიტიკის გამტარებელი თუ შემოქმედი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

7 აპრილს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები