LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბაშიჩი ისტორიაში მეორე მეკარეა: დე ხეას რაც დაურტყეს, გაუტანეს

114

ხორვატების მეკარე დანიელ სუბაშიჩი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მეორე მეკარე გახდა, რომელმაც მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
სუბაშიჩმა მერვედფინალში დანიის ნაკრების სამ ფეხბურთელს აუღო – კრისტიან ერიქსენს, ლასე შიონეს და ნიკოლაი იორგენსენს.

ხორვატი ისტორიაში მეორე კიპერი გახდა, ვინც სამი პენალტის აღება მოახერხა. მანამდე ასეთი რამ პორტუგალიელმა რიკარდუმ მოახერხა 12 წლის წინ ინგლისთან შეხვედრაში.

ამის საწინააღმდეგო სტატისტიკა აქვს ესპანელ დავიდ დე ხეას. მან 7 დარტყმიდან 6 გოლი გაუშვა. რუსეთთან მატჩის 41-ე წუთზე დე ხეას ძიუბამ 11-მეტრიანი გაუტანა. სამ მატჩნახევარში დე ხეას კარში 7-ჯერ დაარტყეს და მან მხოლოდ ერთი მოიგერია.
მეკარისთვის გასამართლებელი ის ფაქტი შეიძლება გახდეს, რომ 6-დან 2 გოლი პენალტით გაუშვა, თუმცა ესეც რომ გამოვაკლოთ, 4 გაშვებული გოლი რჩება 5 დარტყმაში. მაინც საშინელი სტატისტიკაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები