LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუფრის ყურძნისა და ფისტას წარმოებას სახელმწიფო დააფინანსებს

317

„დანერგე მომავალს“ სუფრის ყურძნის წარმოება და ფისტას კულტურა ემატება”, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნერგების საფასურის 70%-ს დააფინანსებს, ხოლო სარწყავ სისტემაზე 50%-იანი დაფინანსებაა გათვალისწინებული.

ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეული ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული, და ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებთ, 2 ახალ კულტურას, ეს გახლავთ სუფრის ყურძნის წარმოება, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ასევე ფისტას კულტურა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოში ბაზრებზე, საქართველოში არის ფისტას წარმოების ძალიან კარგი შესაძლებლობა.

სუფრის ყურძენი სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, დღეს თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის ქვეყანაში, მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება, ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით, და რა თქმა უნდ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები