LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუიციდს არ ვაპირებ“ – ბრედ პიტის მორიგი აღიარება

73

ჟურნალ GQ–ს გულახდილი ინტერვიუს შემდეგ, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, ბრედ პიტმა, ახალი ფილმის “ომის მანქანა” პრომოტურის ფარგლებში, ინტერვიუ  Associated Press-ს მისცა.

„მე საიდუმლო არ მაქვს, არაფერი მაქვს დასამალი, მაგრამ თუ არ ვსაუბრობთ ჩვენს განცდებზე, ამით უკეთ არ ვხდებით, ბავშვები ჩემი სიცოცხლის აზრია და ისინი ყოველთვის პრიორიტეტი იქნება ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა ბრედმა

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორც გრძნობს ახლა თავს, მან უპასუხა: „სუიციდს არ ვაპირებ. განქორწინება კანონზომიერი პროცესია და ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება“.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში ბრედი პროდიუსერის კარიერის განვითარებას გეგმავს. ამჟამად ის ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელთა შესახებაც ცნობილი მოგვიანებით გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები