LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუხიშვილები: “უარს ვამბობთ რუსეთში და რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე!”

145

ანსამბლი “სუხიშვილები” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ისინი რუსეთში და რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე უარს ამბობენ.

“დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!”

განცხადებას უამრავი ფეისბუქ-მომხმარებელი ეხმაურება. ერთ-ერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ეს პოლტიკაში ჩარევაა და კულტურა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, რაზეც სუხიშვილები პასუხობენ: “პოლიტიკაში გარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთი ჩვენი მტერია! და ზოგადად რუსეთი ერთი დიდი ბოროტებაა! თუ თქვენ სხვანაირად თვლით, შეგიძლიათ თავად იცეკვოთ/იმღეროთ მოსკოვში. წარმატებებს გისურვებთ”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები