LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ კარგები, სულ ჩვენები: ქართველი ფეხბურთელები და ჯაბა კანკავა საუკეთესოები არიან

185

საერთაშორისო სტატისტიკურმა ვებგვერდმა, whoscored.com-მა ერთა ლიგის ყველა ჯგუფის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად, სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა.

D ლიგის პირველი ჯგუფის სიმბოლური კი არა, ჩვეულებრივი საქართველოს ნაკრებია – 11 პოზიციიდან ათში საუკეთესო მაჩვენებლები ქართველ მოთამაშეებს აღმოაჩნდათ!

მეკარე: გიორგი ლორია – 7.1 ქულა (საშუალოდ თამაშში).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (7.4), საბა კვერკველია (7.5), გურამ კაშია (7.5), გიორგი ნავალოვსკი (7.4).

ნახევარდაცვა: გიორგი ჩაკვეტაძე (7.4), ნიკა კვეკვესკირი (7.4), ჯაბა კანკავა (7.8), ვაკო ყაზაიშვილი (7.6).

თავდასხმა: ნიკა კაჭარავაა (6.4), დენის რაკელსი (ლატვია, 6.5).

 

 

whoscored.com-მა, ერთა ლიგის ყველა დივიზიონის ყველა ჯგუფში სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.

D ლიგის პირველ ჯგუფში, საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაა, რომელმაც სამ შეხვედრაში საშუალოდ 7.83 ქულა დააგროვა.

საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის რვა საქართველოს ნაკრების წევრია, ბოლო ორ ადგილზე კი ლატვიელები არიან.

1. ჯაბა კანკავაა 7.83
2. ვაკო ყაზაიშვილი 7.58
3. გურამ კაშია 7.53
4. საბა კვირკველია 7.49
5. გიორგი ჩაკვეტაძე 7.45
6. გიორგი ნავალოვსკი 7.39
7. ოთარ კაკაბაძე 7.36
8. ნიკა კვეკვესკირი 7.36
9. ვიტალი იაგოდონსკი 7.31
10. კასპერს დუბრა 7.30

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები