LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მცირე 13 გარდაცვლილი – ქრისტიანულ ეკლესიაში აფეთქება მოხდა

50

ქრისტიანულ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად ეგვიპტეში სულ მცირე 13 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში, ქალაქ ტანტაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა.

აფეთქების მიზეზეზი, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა ეგვიპტის ქრისტიანული მოსახლეობა ბოლო წლების მანძილზე ისლამისტი მებრძოლების სამიზნე არაერთხელ გამხდარან.

პროვინციის გუბერნატორი აჰმად დეიფი ამბობს, რომ ეკლესიაში ან ბომბი აფეთქდა, ან – თვითმკვლელმა აიფეთქა თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები