LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მცირე 24 დაღუპული, 42 დაჭრილი – ჯიჰადისტებმა მორიგი ტერაქტი მოაწყეს

87

სულ მცირე 24 ადამიანი გარდაიცვალა ქაბულში, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, ავღანეთის შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას „სიენენი“ ავრცელებს. აფეთქების დროს სულ მცირე 42 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:10 საათზე მოხდა, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

ჯიჰადისტური დაჯგუფების სამიზნე იყო ავტობუსი, რომელსაც დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები გადაჰყავდა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, გარდაცვლილთა შორის არიან თუ არა პირები, რომლებიც თალიბანის სამიზნეს წარმოადგენდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები