LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მცირე 68 დაღუპული ბავშვი – მორიგი საშინელი ტრაგედია ალეპოში

81

ალეპოში აფეთქების შედეგად 126 ადამიანი დაიღუპა, მათგან 68-ზე მეტი ბავშვი იყო, ამის შესახებ ბრიტანეთში მდებარე ადამიანის უფლებათა დაცვის სირიული ცენტრი იუწყება.

ქალაქებიდან ფუა და კეფრაია ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობდა, როდესაც ავტობუსის გვერდით მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. თავდასხმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მოხდა.

გარდაცვლილებს შორის არიან, ასევე, ამბოხებულების ჰუმანიტარული სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც ავტობუსს იცავდნენ. ბევრმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ევაკუირებულების კოლონაში სულ მცირე 5 ათასი ადამიანი იყო, მათ შორის – სამოქალაქო პირები და ასადის რეჟიმის მხარდამჭერი მებრძოლები, რომლებსაც, ალყაში ყოფნიდან 2 წლის შემდეგ, ამბოხებულებმა ევაკუაციის უფლება მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები