LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ რეალისტები: უეფამ წლის საუკეთესოები დაასახელა

59

მონაკოში უეფამ გალა-წარმოდგენაზე 2017-2018 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. დაჯილდოება მადრიდის “რეალის” დომინაციიტ წარიმართა.

მეკარე – კეილორ ნავასი

პირველი პრიზი გადაეცა 2017-2018 წლების სეზონში ევროპის საუკეთესო მეკარეს. ჯილდო დაიმსახურა მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა კეილორ ნავასმა. ამ ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ – “ლივერპულის” მეკარე ალისონი, რომელიც შარშან „რომაში“ გამოდიოდა და „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი (შარშან “იუვენტუსში” თამაშობდა).

გასულ სეზონში ნავასმა ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაუშვა და 29 სეივი შეასრულა. 31 წლის კოსტარიკელმა “რეალთან” ერთად მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

 

მცველი – სერხიო რამოსი

აქაც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა გაიმარჯვა – პრიზი გადაეცა სერხიო რამოსს.
მან ამ ნომინაციაში აჯობა ასევე „რეალის“ ფეხბურთელებს – მარსელოსა და რაფაელ ვარანს.

გასულ სეზონში სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

ნახევარმცველი – ლუკა მოდრიჩი

2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი მოიპოვა ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა.
მან ამ ნომინაციაში დაამარცხა თანაგუნდელი ტონი კროოსი და “მანჩესტერ სიტის” ლიდერი კევინ დე ბრუინი. გასულ სეზონში ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

თავდამსხმელი – რონალდო

საუკეთესო ფორვარდად კრიშტიანო რონალდო დაასახელეს.
პორტუგალიელმა მეხუთედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ამასთან, ტურნირის ბომბარდირი მუდმივად ის ხდება. 287 ქულიანმა რონალდომ „ლივერპულელ“ სალაჰს (218) და ლეო მესის (43) გადაუსწრო.

მოკლედ ისე მოხდა, რომ ყველა ნომინაციაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს.

ბოლო და მთავარი ნომინაცია – „უეფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი” ლუკა მოდრიჩმა მოიგო. მან აჯობა რონალდოსა და „ლივერპულის“ ფორვარდ მოჰამედ სალაჰს.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო ცერემონიას არ დასწრებია.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი “ვოლფსბურგის” მოთამაშე პერნილე ჰარდერი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები