LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

84

სულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.  რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი, ლიპყინული და შეზღუდული ხილვადობა) ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ36 (სულდა-თურქეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები