LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულიკო” ფრანკფურტში – ბაზრობის თანამშრომლებმა საქართველოს სიურპრიზი გაუკეთეს

128

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო, საზეიმოდ დაიხურა.

საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სიურპრიზი მოუწყვეს და ქართული სიმღერით – „სულიკო“ დაემშვიდობნენ.

“მგონი წიგნის ბაზრობის ისტორიაში პირველად – ბაზრობის თანამშრომლებმა სტუმარ ქვეყანას სიურპრიზი გაუკეთეს” – წერს ლაშა ბაქრაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

რაც შეეხება, დახურვის დაგეგმილ ნაწილს, გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით – Georgia Made by Characters/ანბანით მოთხრობილი საქართველო იყო წარმოდგენილი, რომელიც, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებს და პერსონაჟებს ეფუძნებოდა.

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები