LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულისშემძვრელი ამბავი – დაკარგული საფულე, რომელშიც სოლიდური თანხა იდო, პატრონს დაუბრუნდა

76

სოციალურ ქსელში ზურაბ ერისთავი თავს გადამხდარი ამბის შესახებ უყვება მეგობრებს, თუმცა მისი ამბავი ბევრმა მიიტანა გულთან ახლოს და სრულიად უცნობმა ადამიანებმაც გაიზიარეს საკუთარ გვერდებზე. დღევანდელ დღეს ასეთი ამბები, გვგონია, რომ იშვიათია, ალბათ, ამიტომაც… თუმცა საქართველოში ბევრი ახალგაზრდა დადის, რომელსაც ცუდი საქმის გაკეთებაზე ხელი ნამდვილად არ წაუცდება.

გთავაზობთ ზურაბ ერისთავის პოსტს:

„მეგობრებო, გუშინ მუშტაიდში, როგორც აღმოჩნდა, „ეშმაკის ბორბალზე“ ამომივარდა საფულე, სადაც 800 დოლარი და 300 ლარი მედო. პოვნის იმედი, რა თქმა უნდა, აღარ მქონდა. მხოლოდ საბუთების მოძიების მიზნით მივაკითხე ადმინისტრაციას. ჩემი საფულე ორ ბიჭს უპოვია, ასე 15-17 წლისები იყვნენ და უკლებლივ ყველაფერი ჩაუბარებიათ ადმინისტრაციისთვის. მთელი ძალიათ ვეცადე 100-100 დოლარი მაინც მეჩუქებინა და არაფრით გამომართვეს. დასკვნა, იბერია მაინც გაბრწყინდება! ვენაცვალე მაგათ მშობლებს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები