LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუნამოების ქურდობისთვის ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

149

37 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრიის ქალაქ ლინცში სუნამოების ქურდობის ფაქტზე – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცლებს.

„ლინცის ერთ-ერთ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეები უჩვეულო სანახაობის თვითმხილველები გახდნენ. ქუჩაში 37 წლის მამაკაცი მირბოდა, რომელსაც ქალი მისდევდა. მდევნელის ჩამოშორების მიზნით მამაკაცმა მას ზურგჩანთიდან სუნამოს რამდენიმე შეფუთვა ესროლა. თუმცა სხვა გამვლელების ჩარევის შემდეგ, მამაკაცი მაინც დააკავეს და პოლიციას გადასცეს,“ – დაწერა  გამოცემა Heute-მა.

მათი განცხადებით, ერთ-ერთ მაღაზიაში საქართველოს მოქალაქემ ზურგჩანთაში სუნამოები ჩააწყო, რაც მაღაზიის თანამშრომელმა შეამჩნია.

საქართველოს მოქალაქე დაკავებულია, ის ლინცის ციხეში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები