LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერმარკეტის დაცვამ უპატრონო ძაღლს სასტიკად სცემა – ვიდეო, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ!..

73

„ფეისბუქ“-მომხმარებელი ანა აბაკელია აღწერს ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ მომხდარ ამბავს. მისი თქმით, მარკეტის დაცვის წარმომადგენელმა მწოლიარე ძაღლი ჯოხით ისე სასტიკად სცემა, რომ მისი გულისწყრომა გამოიწვია. ამ ამბავს გულგრილად არც სხვა გამვლელები დაუტოვებია და სუპერმარკეტის თანამშრომლებთან დაძაბული სიტუაციის განსამუხტად პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.

„რამდენიმე საათის წინ, ვარკეთილში სუხიშვილის ქუჩაზე სუპერმარკეტ „ჯიელის“ დაცვის თანამშრომელმა, სასტიკად იძალადა კარებთან მწოლიარე უპატრონო ძაღლზე!

საბედნიეროდ, მოვასწარი ფაქტის დაფიქსირება, ეს ვიდეო მხოლოდ მონაკვეთია იმ საშინელი წამების, რაც რეალურად მოხდა იმ დროს. იმდენად ძალადობდა ძაღლზე და კუთხეში მომწყვდეულს სასტიკად ურტყამდა ჯოხს, რომ საცოდავმა ცხოველმა შიშისგან ჩაიფსა, მაშინაც არ მოეშვა და არ გაჩერდა.

თავისთავად ჩავერიე, რომ შემეჩერებინა ეს საშინელება! მივიღე აგრესია მისგან, დამცირება, ლამის მეც მომიტრიალა ის ჯოხი და აქანდაზი, რითაც ძაღლს სცემდა. იძულებული გავხდი, გამომეძახებინა, პირველ რიგში, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი იყო „ალგანის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი, გამოვიძახე მათი ოპერატიული თანამშრომლები. თუმცა გასაოგნებელი ის იყო, რომ „ალგანის“ წარმომადგენლები ძალიან დამცინავად და აგრესიულად განეწყვნენ ჩემ მიმართ და მითხრეს, რომ მონიტორინგი არ უნდა გამომეძახებინა, აგრეთვე აგრესია წამოვიდა მარკეტის კონსულტანტების უმეტესი ნაწილისგან, იცავდნენ თავიანთ თანამშრომელს და ჩემსკენ თითს იშვერდნენ, რომ მოცლილი ვარ და ძაღლის გამო როგორ ავტეხე ამხელა ამბავი.

„ალგანის“ თანამშრომლებს ვაჩვენე ვიდეო, თუმცა იმის მაგივრად რომ მიეღოთ ზომები, უარესად დაძაბეს სიტუაცია. კიდევ კარგი, ამ დროს მოვიდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2 ეკიპაჟი. ჩემ გვერდით იმ სიტუაციაში იყო მხოლოდ ეს სააგენტო და აბსოლუტურად ყველა გვესხმოდა თავს. იყო საშინელი რეპლიკები ჩემ მიმართაც და სააგენტოს მიმართაც, ეკიპაჟის წევრები ცდილობდნენ აეხსნათ ამ ბრბოსთვის, რომ ძალადობა საჭირო არ იყო და შეეძლოთ, უბრალოდ გამოეძახებინათ მათი სამსახური, თუმცა სიტუაცია იმდენად დაიძაბა და გახდა პრაქტიკულად უმართავი, რომ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციიის გამოძახება.

მანამდე სააგენტოს თანამშრომლებმა ჩასვეს საწყალი ძაღლი მანქანაში და თვითონ ცდილობდნენ მოსახლეობასთან გამკლავებას, თუმცა უშედეგოდ. პატრულის გამოჩენამ შეცვალა სიტუაცია, შედარებით დააშოშმინა ხალხი, უკვე „ალგანის“ თანამშრომლებმაც უკან დაიხიეს. სუპერმარკეტის თანამშრომლები კატეგორიულად ამბობდნენ, რომ არანაირი ცემის ფაქტი არ მომხდარა და თვითონ ის მოძალადე თანამშრომელიც უარყოფდა, მაშინვე ვაჩვენე ეს ვიდეო პატრულს, რა დროსაც მიიღეს ზომები, მომენტალურად ამოიღეს ვიდეოჩანაწერის სრული ვერსია და საქმე მისცეს ძიებაში!!!! მე ჩამომართვეს ახსნა-განმარტება, ველოდებით სავარაუდოდ სასამართლო პროცესს. ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს! ამ სისასტიკეს, რომელსაც ირგვლივ უამრავი ადამიანი შეესწრო, ასე არ შევარჩენ. იმდენად დაისტრესა ხალხი, ზოგმა პური გადმოუგდო ძაღლს და ზოგმა ძვალი გამოუტანა. ამ საშინელებას შეესწრნენ არასრულწლოვანი ბავშვებიც. იმედი მაქვს, რომ მოხდება შესაბამისი რეაგირება ამ ქმედებაზე.

რაც მთავარია, ეს ცუგა იმყოფება ახლა მუნიციპალურ თავშესაფარში, ბატონი ნოდარ მაღრაძის მეთვალყურეობის ქვეშ. აკვირდებიან. იქ უკვე ასული იყო საპატრულო პოლიცია.

ძალიან აღელვებული ვარ და ამისი წერაც მიჭირს ახლა, თუმცა მინდა გაგიზიაროთ იმიტომ, რომ არცერთ მოძალადეს არ უნდა შერჩეს წამება, ზეწოლა და სასტიკი ქმედება ცხოველის მიმართ!

მით უმეტეს იმ ადამიანისგან, ვისაც დაცვის თანამშრომელი ჰქვია.

ძალიან დიდი მადლობა საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia –ს!!! ადეკვატურად მიიღეს ეს ჩადენილი ქმედება და ერთი წუთითაც არ იყო ის მომენტი, რომ „ძაღლია რააა“. ბოლომდე მიჰყვნენ სიტუაციას და არც ერთი წამით არ დაუხევიათ. უღრმესი მადლობა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, როგორც ჩემი გვერდში დგომისთვის, ასევე ცხოველის დახმარებისთვის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ იმდენად შეძრა ამ ფაქტმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთ-ერთი თანამაშრომელი სოფო ცისკარიშვილი, რომ მან გადაწყვიტა, როცა ეს ყველაფერი ჩამთავრდება, მიიკედლოს ეს უსაყვარლესი ძაღლი“. – აღნიშნულია სტატუსში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები