LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურამში, მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

116

სურამში, შსს-ს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული კ.ტ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს დაბა სურამში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. კ.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრაც.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები