LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურამში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება

36

სამთო-კლიმატურ კურორტ სურამში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში რიგით 18-ე სასტუმრო დაბა სურამში მოეწყობა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 70 000 ლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია რომ, პროექტის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე სასტუმრო იქნება, რომელიც დაბა სურამში აშენდება და უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს.

შეგახსენებთ, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ჯამში უკვე გაყიდულია 51 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 107 მილიონ ლარს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები