LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუროგატმა დედამ, რომელიც ტყუპებს ელოდებოდა,აღმოაჩინა რომ ერთ-ერთი მისი ბიოლოგიური შვილია

40

იშვიათი შემთხვევა კალიფორნიის შტატში. სუროგატმა დედამ, რომელიც ტყუპებს ელოდებოდა, აღმოაჩინა რომ ერთ-ერთი მისი ბიოლოგიური შვილია. ყველაფერი კი ასე დაიწყო – ორი შვილის დედა ჯესიკა ალენი,  ჩინელი უშვილო წყვილისთვის სუროგატ დედობას დათანხმდა. ორსულობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ხელოვნურად განაყოფიერებიდან ექვსი კვირის შემდეგ კი, ულტრაბგერითი შემოწმებისას, ექიმმა მის სხეულში ერთის ნაცვლად ორი ნაყოფი აღმოაჩინა. მედიკოსებმა ივარაუდეს, რომ ემბრიონის გაყოფის შედეგად ქალი იდენტურ ტყუპებს გააჩენდა. ჩინელი წყვილისთვის ასეთი მოულოდნელი, თუმცა ამავდროულად , სასიხარულო ამბავისთვის ჯესიკა ალანმა,  წინასწარ შეთანხმებული  30 000 დოლარის გარდა, დამატებით 5 000 მეორე ბავშვისთვის მიიღო.

გარკვეული დროის შემდეგ შემდეგ ჯესიკამ და მისმა ქმარმა ჩინელი ქალბატონისგან  ფოტო მიიღეს, რომელსაც  ერთვოდა წარწერა:

„არ გეჩვენება, რომ ძალიან სხვადასხვანაირები არიან?“

სხვაობა ყველასთვის შესამჩნევი იყო. კალიფორნიაში ჩატარებული დნმ-ის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთი ბავშვის მამა ჯესიკას ქმარი უორდელ ჯასპერი გახლდათ. როგორც აღმოჩნდა, ფეხმძიმე ქალი ხელახლა დაფეხმძიმდა. სხვადასხვა დროს ჩასახულ ტყუპებს ოთხი მშობელი ჰყავდათ.

ამ უცნაურ მოვლენას სამედიცინო ლიტერატურაში სუპერფეტაცია ჰქვია – მეორე კვერცხუჯრედის განაყოფიერება ორსულობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში. როგორც ირკვევა , ასეთი ფაქტი  ცხოველებსა და მღრენელებში უფროა გავრცელებული.

ჩინელმა წყვილმა ამერიკელ ოჯახს ბავშვის სანაცვლოდ 22 000 დოლარი მოსთხოვა. რამდენიმეთვიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო.  ჯესიკამ და ჯასპერმა საკუთარი ბიჭი  დაიბრუნეს.

“მალაკი უკვე 10 თვისაა და საკმაოდ აქტიური ბავშვია” – ამბობს ჯესიკა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები