LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათზე გლობალური ფასები გაიზარდა

114

სექტემბრის თვეში სურსათზე გლობალური ფასები გაიზარდა. გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, სურსათის ფასების ინდექსმა სექტემბერში 178.4 ქულა შეადგინა, რაც 0.8%-ით მეტია აგვისტოს ინდექსზე და 4.3%-ით მეტი – გასული წლის იგივე თვესთან შედარებით.

”FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი ზომავს საერთაშორისო ფასებს სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითად პროდუქტზე: მარცვლეულზე, შაქარზე, მცენარეულ ზეთზე, ხორცსა და რძეზე. FAO -ს მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად პალმის, ასევე, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის ფასების ზრდამ განაპირობა.

აგვისტოსთან შედარებით ასევე 2.1%-ით გაიზარდა FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი. ფასის ზრდა ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კარაქისა და ყველის მიწოდების შემცირებამ განაპირობა. ამ თვეში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი 1%-ით შემცირდა, რაც დიდწილად მოსავლის კარგმა პროგნოზმა განსაზღვრა. ამ სეზონზე FAO-ს პროგნოზებით, მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის მარცვლეულის მოსავალი უნდა მოვიდეს. შაქარსა და ხორცზე სექტემბერში ფასები არ შეცვლილა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები