LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათზე გლობალური ფასები გაიზარდა

37

ივნისში სურსათზე გლობალური ფასები გაიზარდა. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი, ყოველთვიური შეწონილი სავაჭრო ინდექსია, რომელიც ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის – მარცვლეულის, ზეთის, ხორცის, რძისა და შაქრის და მაისთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა.

FAO- ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ამ თვეში 4.2%-ით გაიზარდა, რაც მაღალპროტეინიან ხორბალზე ფასების ზრდითაა განპირობებულია. ხორბალზე ფასების ზრდა გამოწვეულია აშშ-ში მოსავლის გაუარესებით. ამის საპირისპიროდ, სამხრეთ ამერიკაში რეკორდული მოსავლის ფონზე, ფასები სიმინდზე შემცირდა.

ასევე, გაიზარდა ფასები ხორცის და რძის პროდუქტებზე, ხოლო მცენარეული ზეთისა და შაქრის ფასების ინდექსები დაეცა.

“მიუხედავად იმისა, რომ მაღალპროტეინიანი ხორბლის მიწოდება მცირდება, მომდევნო წელს მარცვლეულის გლობალური მიწოდება კვლავ ჭარბი იქნება, FAO-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის „მარცვლეულის მოთხოვნა-მიწოდების“ მიხედვით”, – განმარტავენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები