LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი გიორგი გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად ყველაფერს გააკეთებს

33

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს გააკეთებს გიორგი გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად, ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა.

სუს-ის განცხადებით, ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება”, ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები”, არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.

„უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები