LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი სპეცოპერაციის დროს, ბინაში 2 ბავშვის, 1 ქალის და 2 მამაკაცის ყოფნას არ ადასტურებს

66

სუს-ში “კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის” ხელმძღვანელის, უმარ იდიგოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს ბინაში  2 ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იმყოფებოდა, “ფორტუნას” არ დაუდასტურეს.

იდიგოვმა აღნიშნული ინფორმაცია ჩეჩენ მეგობრებზე დაყრდნობით გაავრცელა. მისივე თქმით, მან ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც და ითხოვა ბინაში მყოფებთან მოლაპარაკებებისთვის შეეშვათ.

“ჩვენ ჩეჩნები ვართ და გამოვნახავდით საერთო ენას, თუმცა სროლა არ შეწყვეტილა,”- აცხადებს იდიგოვი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

სუს-ში გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 1 და ლიკვიდირებულია 3 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები