LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ის თანამშრომელს, მთავრობასა და ორგანიზაციებში საიდუმლოდ მუშაობა შეეძლება

49

სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.

შესაბამისი მუხლი “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონს ემატება, რომელიც მთავრობამ სტუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში პარლამენტს წარუდგინა.

პროექტის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

სუს-ის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (სამსახურის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები