LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის 3 მაღალჩინოსანი დააკავა

76

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თელავის საკრებულოს წევრის გარდა, დღეს ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი, აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი, გიორგი ნარიმანიძეც, დააკავა.

როგორც სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

“ბრალდებულებმა აღნიშნულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. ქრთამის სახით გადაცემული თანხა – 7000 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, დღესვე, სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით თელავის საკრებულოს წევრიც დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები