LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე 1 პირი დააკავა

66

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

„30 ნოემბერს აღნიშნულმა პირმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 დან 15 წლამდე,“ – აცხადებენ სუს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები