LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-მა ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა

53

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს საქართველოს ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობა და თურქეთის მოქალაქეს 1 600 დოლარად მიჰყიდეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე სსკ-ის სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები