LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-მა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავა

87

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. ერთი დაკავებული საქართველოს, მეორე კი რუსეთის მოქალაქეა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა თურქეთიდან შემოტანილი 4 ათასი ამერიკული დოლარის ყალბი კუპიურები 1400 დოლარად გაასაღეს.

ანტიკორუფციულმა სამსახურმა გამოძიება ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაიწყო, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები