LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-თან მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს

85

ორგანიზაციის “ნუ მომკლავ” ორგანიზებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ პანკისში შეკრებილ აქციის მონაწილეებს და ამავდროულად მოითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს მათ მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და გვერდში დაუდგნენ სამართლიანობის დასადგენად.

“ჩვენი ქისტი ძმები მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან ერთად პანკისში აქციას მართავენ ეს აქცია სოლიდარობის ნიშნად იმართება. მათი შვილები შეიწირა ამ ბინძურმა სისტემამ, რომელსაც სუს- ი ჰქვია და ეს სისტემა საბოლოოდ უნდა ჩამოიშალოს,” – განაცხადა აქციის მონაწილემ ტიტე გედენიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები