LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და კახეთში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი

69

დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, – ამის შესახებ  ინფორმაციას გარემოს დაცვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრი ავრცელებს.

24 ივლისს და 25 ივლისს სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ, თუმცა მთიან რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ამინდი 27 ივლისიდან კვლავ გაუარესდება.

ჰიდრომეტეოროლოგები არ გამორციხავენ, რომ მოსულმა ნალექმა ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მაღალმთიან რაიონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები