LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სვეტის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბრალი წარედგინათ

150

სამშენებლო კომპანია „სვეტის” დამფუძნებელს, გივი ჯიბლაძეს და დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს ბრალი წარედგინათ. მათ  თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისება ედებათ ბრალად.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

„ბრალი წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ორი პუნქტით. ედავებიან, ვითომდა თაღლითური გზით მოქალაქეებისგან აიღეს ბინის ასაშენებელი თანხები, რომელთა რაოდენობამ შეადგინა მილიონ 600 ათასი დოლარი და  ამ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ფული დაებრუნებინათ ან ბინები მიეღოთ. სულ ამ ბრალდებაში დასახელებული არის 66 დაზარალებული და მითითებულია მათ მიერ გადახდილი თანხები. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მათ დრო მოითხოვეს, რათა მასალებს გაეცნონ და ამის შემდეგ მისცემენ ჩვენებებს. ამჟამად ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. მე ორი ტომარა მაქვს საქმის მასალები. დაახლოებით 100 კილო იქნება. ჯერ ის უნდა გავხსნა და ვნახო. ხელშეკრულებას თუ ვადები აქვს, მაშინ სამართლებრივად ჯერ კიდევ ითვლება, რომ მშენებლობის დასრულების ვადები არსებობს,” – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

„სვეტის“ ხელმძღვანელები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. გამოძიება მათ მეანაბრეთა თანხების თაღლითურად მითვისებას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები