LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სვეტის“ საქმეზე დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან

78

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

მათი განცხადებით, აქვთ სურვილი, კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების ინტერესები დააკმაყოფილონ.

„გამოძიების დაწყებამდე 50-69 დაზარალებული იყო და იმ პერიოდში თანხები ნელ-ნელა დავუბრუნე. ეს მოწმობს იმას, რომ სანამ ყადაღა დაედებოდა, ვცდილობდი თანხების დაბრუნებას,“ – აღნიშნა „სვეტის“ დამფუძნებელმა გივი ჯიბლაძემ.

ამასთან, „სვეტის“ დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ განაცხადა, გამოძიებასთან მაქსიმალურად თანამშრომლობენ.

„კომპანიაში 29 მაისიდან ივნისამდე არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. დაგვიბარეს შემდეგ დაკითხვაზე და ივნისის ბოლოს დამკითხეს. როდესაც დამიბარეს, არ ვიყავი თბილისში და როცა ჩამოვედი, მაშინვე გამოვცხადდი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რასაც მოწმობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, სხვადასხვა შპს-დან დოკუმენტაციის ამოღება ჩვენი მონაწილეობით მოხდა და ამასთან, მოგვიანებით ჩვენ თავად წარვადგინეთ საგამოძიებო უწყებაში,“ – განაცხადა თორნიკე ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები