LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწავლა სიბერემდე – 82 წლის ქალმა საკუთარი აპლიკაცია შექმნა

102

იაპონელი ქალი , მასაკო ვაკამია, 60 წლის იყო, როდესაც კომპიუტერის სწავლა გადაწყვიტა. დღეს ის 82 წლის არის და ერთ-ერთ უძლიერეს პროგრამისტადაა აღიარებული.

მასაკო ვაკამიამ დაარღვია სტერეოტიპი იმის შესახებ,  რომ ხანშიშესული ადამიანები კომპიუტერსა და მობილურს ვერ იყენებენ. ვაკამიას ისტორია  კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ტექნიკურ სიახლეებს ნებისმიერ ასაკში არ ჩამორჩეთ.

იაპონელ ქალს, საკუთარი აპლიკაციის შექმნით, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს. მის მიერ შექმნილი  თამაში ტრადიციული იაპონური ჰინამაცურის 12 თოჯინის მწყობრში სწორად დალაგებას მოითხოვს. თამაშს Hinadan ეწოდება და მისი გადმოწერა  app store-დან შეგიძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები