LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაძარებში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს (ფოტოები)

582

ქრისტიანული სამყარო აღდგომის შესახვედრად ემზადება. სააღდგომო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში უკვე დაიწყო. ლიტურგია აღევლინება სხვა ტაძრებშიც.

ღვთისმსახურებას დღესაც ისევე, როგორც ვნების კვირეულის დღეებში, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

ღვთისმსახურების დროს ლოცვებს წაიკითხავენ, რომლის დასრულების შემდეგ ლიტანიობა შესრულდება. ღვთისმსახურების დაწყებიდან მალევე სამებაში პატრიარქის ეპისტოლეს წაიკითხავენ.

მორწმუნეები ასევე, ელოდებიან წმინდა მიწიდან წამოღებული ცეცხლის საქართველოში ჩამოტანას. ცეცხლი მომლოცველებმა ჩარტერული რეისით, 23:30 წუთზე უნდა ჩამოიტანონ. ის ყველა მოქმედ ტაძარში გადანაწილდება.

 

ფოტოები მოგვაწოდა

სანდრო ჯორკოშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები