LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაძრებში 24 საათიანი ლოცვა დაწესდება

85

მსურველები სვეტიცხოველსა და საქართველოს სხვა ტაძრებში ლოცვას 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეძლებენ, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო გამოირჩეოდა ისტორიულად თავისი დიდი ლოცვით, ლოცვებით. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი – შვიდგზის ლოცვა. შვიდჯერ დღეში ლოცულობდა ჯერ კიდევ დავით მეფე, ისრაელისა ფსალმუნთა დამწერელი და აი, დღეს მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და, სვეტიცხოველში განსაკუთრებით, დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება, შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა,” – განაცხადა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები