LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითობა Facebook-ის გამოყენებით და მითვისებული 1000 ლარი – სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს

82

სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს, რომელთაგან ერთი ქალია. ბრალდებულებს შორის ცოლ-ქმარი არიან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები პროფაილების  გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა  თანხამ კი 1000-ზე მეტი ლარი შეადგინა.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით , მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები