LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითობის ჩადენის ფაქტზე მარტვილის მერიის 7 თანამშრომელი ამხილეს

78

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე დანაშაულში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 7 თანამშრომელი ამხილეს. მხილებული პირები „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრები არიან.

სუს-ის ცნობით, დაკავებულები არიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის რამდენიმე წევრი, ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის სპეციალისტი და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი მდივანი.

ამასთან, 2 დღის წინ სუს-მა დააკავა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, დიმა წულაია. გამოძიებით დგინდება, რომ  წულაიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრებს გაანდო თავისი დანაშაულებრივი განზრახვა და სთხოვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც კომისიის წევრებისაგან თანხმობა მიიღო.

“დიმა . კომისიის წევრების დახმარებით და კომისიის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1044.4 კვ. მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 7 830 ლარის ოდენობით, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები