LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაგვებმა პოლიციელებს ნახევარი ტონა მარიხუანა შეუჭამეს?! – არგენტინაში საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

37

რვა არგენტინელი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ საცავიდან ნახევარ ტონაზე მეტი მარიხუანა გაუჩინარდა.

პოლიციელები ამბობენ, რომ მარიხუანა თაგვებმა შეჭამეს, რისიც არ სჯერათ ექსპერტებს.  ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

შემთხვევა არგენტინის დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ პილარში მოხდა. საცავში, სადაც სამართალდამცავთა მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ინახება, სულ 6 ტონა მარიხუანა იყო განთავსებული. დანაკლისი ინსპექტირებისას აღმოაჩინეს.

ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ექსპერტებმა სასამართლოში თქვეს, რომ თაგვებს მარიხუანა საკვებში არ აერეოდათ და ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ რაოდენობის მარიხუანა შეეჭამოთ. ასეც რომ მომხდარიყო პოლიციის საცავი მკვდარი მღრღნელებით იქნებოდა სავსე.

მოსამართლემ განაჩენი 2018 წლის მაისში უნდა გამოაცხადოს და გადაწყვიტოს, სამსახურიდან გათავისუფლების გარდა კიდევ რა სასჯელი დაეკისრებათ პოლიციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები