LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაიფუნი იაპონიაში – დაიღუპა 2, დაშავდა 127

95

იაპონიაში ტაიფუნს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიდევ ორი დაკარგულად ითვლება. ტაიფუნმა „ტრამიმ“ დასავლეთ იაპონიაში წყალდიდობა გამოიწვია, კუნძულ ჰოკაიდოზე კი მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

სტიქიის გამო სხეულის დაზიანება 127-მა ადამიანმა მიიღო. ელექტროენერგიის გარეშე 400 000-მდე ოჯახია დარჩენილი. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, 200-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.

ტაიფუნი „ტრამი“ იაპონიას 30 სექტემბერს დაატყდა თავს. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები